თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით, შსს-ს პოლიციის თანამშრომლებმა ზუგდიდში კაცი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევა 6 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში მოხდა. ბრალდებულმა სუფრასთან შელაპარაკების ნიადაგზე 40 წლამდე ასაკის კაცი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ბრალდებულის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 108- ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.