ლანჩხუთში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების სამშენებლო სამუშაოები გახორციელდება ებრალიძის, მშვიდობის, გურიელის, გურიის, წმინდა ნინოს ქუჩის ორივე შესახვევში, ბაგრატიონის ჩიხში, თავისუფლების შესახვევსა და ბარათაშვილის ჩიხში.
მერიის ინფორმაციით, ამჟამად ტენდერი გამოცხადებულია 895 000 ლარზე და მიმდინარეობს პრეტენდენტების შერჩევა.
რაც შეეხება სტიქიის პრევენციის მიზნით გასახორციელებელ პროექტებს, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა მარჯანიშვილის, გოგიჩაიშვილისა და ურუშაძის ქუჩებზე. აქ სამუშაოების ღირებულება 536 993 ლარს შეადგენს.