ოზურგეთში ეკონომიკის მინისტრს ელოდებიან. ნათია თურნავა, რომელიც ამ წუთებში ლანჩხუთში იმყოფება, სოფელ შრომაში მოსახლეობას უნდა შეხვდეს.
მინისტრის დასახვედრად სოფლის ადმინისტრაციას საგანგებო მზადება აქვთ დაწყებული _ სოფლის რწმუნებული, თანაშემწეებთან ერთად ტერიტორიას გვის და ნაგავს წვავს
როგორც გვითხრეს, თურნავამ შრომელებს გაზიფიცირების სამუშაოების დაწყების თარიღი უნდა გააცნოს და სწორედ ამიტომ სტუმრობს მათ.
აღსანიშნავია, რომ სოფელ შრომის ცენტრში დღემდეა შემორჩენილო საბჭოთა სიმბოლიკა (სწორედ ეს ადგილი დაალაგეს რწმუნებულმა და თანაშემწემ) და სწორედ მის ფონზე აპირებენ მინისტრთან საუბარს.