ცოტა ხნის წინ, ცნობილმა კინორეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ, აშშ-ში პოპულარულ ტელეგადაცემაში „Friars Club Roast” მიიღო მონაწილეობა.
ამ პროგრამაში მაყურებლები შოუ-ბიზნესის ცნობილ წარმომადგენლებს ხვდებიან. ისინი ერთმანეთის „გაშაყირებას“ ცდილობენ. გამარჯვებულები შემოსული სატელეფონო ზარების დახმარებით ვლინდება.
ამ შოუს მორიგ გადაცემაში ტარანტინოს მეტოქე მსახიობი უმა თურმანი გახლდათ.
უმა თავიდანვე „შეტევაზე“ გადავიდა. მან კვენტინს ჯერ „მახინჯი“ არსება უწოდა, შემდეგ კი მის ტერფებს მისდგა და რეჟისორის სხეულის ეს ნაწილი დაცინვის ობიექტად აქცია.
ტარანტინო არ დაიბნა, ფეხსაცმელი გაიძრო, შამპანურით აავსო და ქალს მიაწოდა.
რეჟისორმა და მსახიობმა ერთობლივი სადღეგრძლო შესვა, შემდეგ კი ერთმანეთი გადაკოცნეს.
გადაცემის დასასრულს გაირკვა, რომ შემოსული ზარების ყველაზე მეტი ხმა მომხიბვლელმა უმა თურმანმა დაიმსახურა.
ავტორი