“ევროპული საქართველოს” სიით პარლამენტში შესული ტარიელ ნაკაიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.
ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მივიდა. მას საორგანიზაციო დეპარტამენტის წარმომადგენელი დახვდა.
მან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლა 18 მაისს გადაწყვიტა და პარტია დატოვა.
როგორც ნაკაიძემ აღნიშნა, შეეცდება პარლამენტში ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგინოს და იმუშავოს ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.
ნაკაიძემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც “ევროპულმა საქართველომ” საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა.