ცნობილი გახდა, რომ კომპანია „Sony“ „ტარზანის“ ახალ ეკრანიზაციას გადაიღებს.
კომპანიამ საავტორო უფლებები ტარზანის შესახებ წიგნებს ავტორის – ედგარ რაის ბეროუზის მემკვიდრეებთან გარიგების შედეგად მიიღო. ამ ეტაპზე პროექტს არც სცენარისტი, არც რეჟისორი და არც პროდიუსერი ჰყავს, თუმცა ცნობილია, რომ სტუდია ლეგენდარული პერსონაჟის სრულიად ახალი კუთხით წარმოჩენას გეგმავს.
„ტარზანის“ პირველი ეკრანიზაცია 1918 წელს გამოვიდა, რასაც უამრავი კინო, რადიო და ტელეადაპტაცია მოჰყვა, რომელთა შორისაც ყველაზე პოპულარული Disney-ს 1999 წელს გამოსული მულტფილმია. მაიმუნების მიერ აღზრდილ ადამიანზე ბოლო სურათი „ტარზანი. ლეგენდა“ 2016 წელს გამოვიდა. მთავარი როლი მასში ალექსანდრ სკარსგარდმა შეასრულა. სურათის შემოსავალი 350 მილიონი დოლარი იყო.
ავტორი