ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში, თავდასხმა მოხდა ღონისძიებაზე, რომელსაც პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. შემთხვევას 27 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
როგორც Reuters იუწყება, პოლიტიკოსებმა გაქცევა მოახერხეს და არ დაშავებულან.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ქაბულში რიგით მეოთხე თავდასხმაა მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო.
თავდასხმასთან კავშირს თალიბანი უარყოფს.