პოლონეთში პირველი ლგბტ პრაიდის ჩატარებისას მარშის მონაწილეებზე თავდასხმა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მომხდარის გამო პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა.
როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სამართალდამცველები მოქალაქეების უსაფრთხოებას მათი იდეების, ფასეულობებისა და მრწამსის მიუხედავად იცავენ და ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში პასუხს აგებს.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტია ლგბტ-ს ტრადიციული პოლონური ღირებულებებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.
































































