თავდასხმა მოხდა „რუსთავი 2“-ის ოფისზე – შენობასთან შეკრებილმა ლადო სადღობელაშვილმა და ე.წ.-მა „ქართული მარშის“ წევრებმა, ალყაში მოაქციეს მანქანა, რომლითაც გიორგი გაბუნია და ტელეკომაპნიის იურისტი, თამთა მურადაშვილი გადაადგილდებოდნენ და უკანონოდ აღუკვეთეს მათ თავისუფლება.
შეკრებილებმა დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და მურადაშვილი იმყოფებოდნენ.
გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული.
საპატრულო პოლიციამ 3 პირი დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას სამაუწყებლო კომპანიის დირექტორი 18:00 საათზე გააკეთებს.