რეგლამენტის თანახმად, ლანჩხუთის საკანონმდებლო ორგანოს თავკაცი ბესიკ ტაბიძე კოლეგების წინაშე ანგარიშით წარსდგა.
ტაბიძემ საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ სხდომებზე, მუშაობის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე, საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებებსა და განკარგულებებზე გააკეთა აქცენტი თავის გამოსვლაში. მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო საკრებულოსა და მერიის ურთიერთთანამშრომლობისაც.
მან არც სამადლობელი სიტყვები დაიშურა კოლეგების, საკრებულოს აპარატის უფროსისა და მის თანამშრომელთა მისამართით. კოორდინირებული მუშაობისთვის მუნიციპალიტეტის პირველ პირს, ალექსანდრე სარიშვილსაც მოახსენა მადლობა.