საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ინფორმაციას საავტომობილი გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე ჩამოდის მიწა-კლდის შვავები, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, _ ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.