თბილისის დიდ ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა. ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის: საბურთალოზე, მთაწმინდაზე, ნაძალადევში, გლდანში, ვაკეში, ვარკეთილში, ჩუღურეთში.
სს ”თელასსა” და ”სახელმწიფო ელექტროსისტემის”ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია ცოტა ხანში გავრცელდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ უკვე გააკეთა განცხადება მეტროს საბურთალოს ხაზის მუშაობის შეფერხებასთან დაკავშირებით.