თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება – ამის შესახებ მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის” გამგეობის თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია და მათ მიერ დაყენებული საკითხის მოგვარება ხელფასების 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოხდება. მისი განცხადებით, თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა აიღო რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება.
ამ გადაწყვეტილებამდე კი გვიან ღამით რატი კაპანაძე თბილისის მერიაში ვიცემერსა და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს შეხვდა.
ასევე მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მათ გლდანი დეპოს ტერიტორიაზე კარვები აიღეს და და ტერიტორია დატოვეს.