თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ლაშა ჯოხაძე დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ჯოხაძემდე ამ თანამდებობას კახა ბუხრაძე იკავებდა, რომელიც პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას ითავსებდა.
კახა ბუხრაძე მუშაობას შსს-ს საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს.