მაშველებმა თბილისის ზღვაში ორი არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს _ ისინი ცოტა ხნის წინ გაუჩინარდნენ.
ინციდენტი მოხდა პირველი გარდაცვლილის ზღვიდან ამოყვანის დროს _ ახლობლები ადგილზე დამოუკიდებელი ექსპერტის მისვლას ითხოვდნენ, სამართალდამცავებმა კი გვამი პროზექტურაში გადაასვენეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საძიებო სამუშაოებში ხუთი მყვინთავი იყო ჩართული.
































































