თბილისის ზოოპარკში განთავსებულ “ილუზიონის” შენობას ცეცხლი უკიდია. როგორც „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლს უკვე აქრობენ სახანძრო და სამაშველო სამსახურები.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
როგორც ზოოპარკში დასაქმებული ბექა მჭედლიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, ზოოპარკის ეზოში ხეს ტოტი მოტყდა, რომელიც ელექტროსადენებს დაეცა. ამის შემდეგ გაჩენილი ხანძარი ილუზიონის შენობასაც მოედო.