რამდენიმე საათის წინ თბილისშიო მკვლელობა მოხდა.
35 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დამნაშავე ამ დრომდე სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც ირკვევა, ურთიერთშელაპარაკების დროს დაზიანებები მასაც აქვს მიღებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.