თბილისში, გაფრინდაშვილის სანაპიროზე ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც, ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილის მძღოლს საგზაო წესები არ დაურღვევია და ქალს გზაზე გადარბენის დროს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მეექვსე ნაწილით დაიწყო.