შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.გ. ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლიდან ოქროს სამკაულები და ბიჟუტერია მოიპარა, რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.