სამართალდამცველებმა დღეს “კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის” ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო კაბინეტში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ, დაკავებულის მიერ გაყიდული ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი პრეპარატ „ლირიკა“-ს 60 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.
მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკისას კი ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 15 კაფსულა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და ექიმები ამბობენ რომ მათი თანამ შრომელის დაკავების გამო შოკში არიან. სამედიცინო პერსონალი მათი თანამშრომელის მიერ ნარკოტიკებთან და ფსიქოტროპულ მედიკამენტების გაყიდვის ფაქტს გამორიცხავენ.