თბილისში, კოსმონავტების 45-ში მიმდინარე მშენებლობაზე ბეტონის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და ორი მუშა მოიყოლა.
დაშავებული მუშები ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.