ამ წუთებში თბილისში იმართება გუშინდელ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი.
დაკავებულთა შორის არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დავით მჟავანაძე და გურიის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე პაატა მანჯგალაძე.
“სასამართლო პროცესზე მივდივარ ახლა. როგორც ვიცი წვრილმან ხულიგნობას ედავებიან დათოს და პაატას. სამარცხვინო ამბები ხდება საქართველოში“, _ გვითხრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ კახა ასკურავამ.
მისივე თქმით, ორივე მათგანი უკანონოდ არის დაკავებული:
“როგორც ვიცი, როდესაც ალეკო ელისაშვილს იჭერდნენ, პაატა მანჯგალაძე და დავით მჟავანაძე დაეხმარნენ, რომ არ დაეჭირათ. ეს არის, რაც ვიცი, ზუსტი ინფორმაცია სასამართლოს დასრულების შემდეგ მეცოდინება.
ჯერ გვითხრეს, რომ თბილისის სამმართველოს პოლიციაში ჰყავდათ, შემდეგ კი მცხეთაში აღმოჩდნენ. ასე დაატარებდნენ დაკავებულებს“, _ გვითხრა კახა ასკურავამ.