სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი იაშვილი ფეისბუქზე თბილისში, სიონის სკვერში მსახიობ სოფიკო ჭიაურელის ბიუსტის კვარცხლბეკის ფოტოს აქვეყნებს.
კვარცხლბეკზე უცნობმა ადამიანმა რამდენიმე წარწერა გააკეთა „კაიო“, “Love Me and Be Happy”, „სოფიკო დამიმატე ფეისბუქზე“.
„ქართულის ყველაფრის გადაჯიშებას როგორ ცდილობთ?! ამდენი გახრწნილი სულის მატარებელ ადამიანს არასოდეს არ უცხოვრია საქართველოში კომუნისტების დროსაც კი!“_ წერს სოციალურ ქსელში გიორგი იაშვილი.