სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის გოგონათა გუნდმა “აცაურამ” წელს ჯერ ლანჩხუთის პირველობა მოიპოვა. დღეს კი გურიის ჩემპიონები გახდნენ.
შემდეგი ეტაპი გოგონებს ზონალური ელოდებათ (დასავლეთ საქართველოზე).
აღსანიშნავია, რომ “აცაურა” გასულ წელსაც გურიის ჩემპიონები გახდნენ.
ვულოცავთ გოგონებს და წარმატებებს ვუსურვებთ.