ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
მეწყერი ჩამოწვა სოფელ გოგორეთში.
როგორც ადგილიდან გვწერენ, გზა არ არის, რომ ადგილის დატოვება შეძლონ.
“გურია ნიუსი” მერიის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის მოადგილეს, ზაზა ბაქანიძეს ესაუბრა.
მისი თქმით, ის ადგილზე იმყოფება და ტექნიკის მისაყვანად, წვიმის გადაღებას ელოდებიან.
“ახლა ვიმყოფები ადგილზე გოგორეთის უბანში. ჩამოწვა მეწყერი მურმან დანელიას სახლთან. წაიღო ჭიშკარი და ჩაიტანა მეწყერმა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. წვიმის გადაღებას ველოდებით, რომ ტექნიკა მოვიყვანოთ და დავიწყოთ გზის გაწმენდითი სამუშაოები”,_ გვითხრა ბაქანიძემ და აღნიშნა, რომ ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჭახვანთას უბანშიც.
“მდინარემ ჭახვანთა ადიდდა. ერთ-ერთი ოჯახის ეზოშია გადასული და იქაც სასწრაფოდ ვართ წასასვლელები”,_ თქვა ბაქანიძემ.
გარდა ამისა, ამ დროისთვის ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას.
ავტორი