ხელისუფლება, რომელიც ქუჩაში ხალხის გამოყვანას აანონსებს, ის დასრულებული ხელისუფლებაა!, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთინება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, “ქართულ ოცნებას” მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ეშინია.
“ხელისუფლება, რომელიც ქუჩაში ხალხის გამოყვანას აანონსებს, ის დასრულებული ხელისუფლებაა!
ან როგორ უნდათ, ეს ხალხი უკან შეიყვანონ?!
მელიას დასაჭერად ხომ ჩაატარეს 3500-კაციანი ოპერაცია და ახლა რას ხლართავენ?
მაგრამ ის, რომ “ქართულ ოცნებას” სააკაშვილის ჩამოსვლის რეალურად ეშინია და არც “აწყობს”, დიდი ხანია, ფაქტია. ამიტომ აჯერებენ ასეთი შემართებით საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ყველაფერი იდეალურადაა და მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლა გამოიწვევს აფეთქებას.
და თუ ეს ასე არ არის, მაშინ დაეჭირათ მხარი პარლამენტში შესული კანონპროექტისთვის _ სააკაშვილი ბოკერიას მმართველობის რეჟიმად გამოცხადების შესახებ და არ იქნებოდა პრობლემა, _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.