“დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი როგორც შემოვიდა და სამი დღე იარა მთელ ქვეყანაში, ისევე გავიდოდა, რომ სდომოდა. ხელისუფლება კი, ვერც ვერასოდეს გაიგებდა, იმდენად სამარცხვინოდაა ყველაფერი მორღვეული და ვერ აკონტროლებენ ვინ შემოდის და ვინ გადის.
მაგრამ ჩამოვიდა და ჩაბარდა.
და ახლა, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლების მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ერთ ადამიანს ებრძვის და უფრო მეტიც, გამოდიან და ასე ცინიკურად, ასე თავისსავე სამარცხვინოდ დასცინიან,
ამას ერთადერთი ახსან აქვს – მათ ეშინიათ!
მითუმეტეს კობახიძეს რა აქვს სათქმელი, 2010 წელს პირადად სააკაშვილს დაუწერა სამუდამო კონსტიტუცია, თორემ მე, მისი მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით, 2012 წელს სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძოდი.
მაგრამ „ქართული ოცნების„ პირობებში ვინმემ სამართალი იპივა კი არა, იქამდეც მივიდნენ, რომ ადამიანს მკურნალობას და სასამართლოს უკრძალავენ.
მოკლედ, „ოცნების“ ხელისუფლებას ეშინია, შიში კი ბევრ სიბოროტეს აკეთებინებს.
ეს სიბოროტეა შესაჩერებელი!”_ აღნიშნულ განცხადებას “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე ავრცელებს.