სააკაშვილის შიმშილობა არ მადარდებსო, ამბობს დღეს ნათია თურნავა, რომელსაც ათი წლის წინ, სააკაშვილის მარტო მენიუ კი არა, ტუალეტში რამდენჯერ გადიოდა დღეში ის ადარდებდა და აინტერესებდა! _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ის თურნავა ამბობს, ვინც ათეული წლებია ძარცვავდა და ძარცვავს ქვეყანას!
ისე, დღეს აღმოაჩინეს “ოცნებაში”, რომ თურმე ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა და მორიგი სიბრძნე გამოაცხვეს –
იჯარებს აღარ გადავახდევინებთო მოიჯარეებს.
და ერთი ეს მინდა ვკითხო თურნავას და მისნაირ ჩინოვნიკებს “ოცნებიდან”,
იჯარას თუ არ ახდევინებთ, საბანკო სესხებს რატომ ახდევინებთ მაშინ ხალხს?
თან გაზრდილს!!!
იჯარის გადასახდელი შემოსავალი არ აქვთ და სესხის და პროცენტების გადასახდელი ააქვთ?!
მაგრამ ესეც “ოცნების” ხელისუფლების მორიგი კორუფციის წყაროა!
აქაც ისევ თავად აქვთ ინტერესები, თვითონ აფათურებენ ხელებს და ივსებენ ჯიბეებს და იმიტომ!” _ წერს დავით ჭიჭინაძე.