ზოგიერთი გამოგონება შშმ პირების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება. მათ შორის, ჭკვიანი ხელჯოხი, რომელიც ცოტა ხნის წინ სპეციალურად უსინათლოებისთვის, უსინათლო ინჟინერმა, კურსატ სეილანმა გამოიგონა.
ჭკვიანი ხელჯოხი, რომელიც გუგლის რუკის დახმარებით უსინათლოებისთვის გადაადგილებას გაცილებით უსაფრთხოს გახდის, კურსატმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა — ის თავადაა უსინათლო და კარგად იცის თუ რა სირთულეებს უკავშირდება ქუჩებში სწორად ორიენტირება და დანიშნულების ადგილამდე უშეცდომოდ მისვლა.
ჭკვიანი ხელჯოხი, რომელშიც გუგლის რუკაა ინტეგრირებული, იკეცება და დატენვის ფუნქციაც აქვს, უკვე გაყიდვაშია და 500 დოლარი ღირს.