ჭიანჭველები, ცნობილია, რომ ერთმანეთს ულვაშების შეხებით „ელაპარაკებიან“. თუმცა ამის გარდა, მათ შეუძლიათ დათვლაც, ადვილი ციფრების მიმატება და გამოთვლა.
ამის დასამტკიცებლად დიდ ბრიტანეთში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც ჭიანჭველების ბუდესთან დებენ ლაბირინთს.
ლაბირინთში დებენ შაქრიან ბამბას, რომელსაც ჭიანჭველა სუნის მიხედვით აგნებს და თან მიაქვს. ამის შემდეგ ის თავის „პატარა მეგობრებს“ ულვაშების შეხებით გადასცემს საჭირო ინფორმაციას.
მეორე ჭიანჭველას, რომელიც გადის საკვების მოსატანად, უდებენ ჩვეულებრივ წყალში დასველებულ ბამბას და ასევე ანალოგიური, ახალი ლაბირინთით უცვლიან ძველს, რადგან სუნით არ მიაგნოს საკვებს.
საოცარია, მაგრამ ჭიანჭველა თითქმის არასდროს ცდება, მეცნიერების თქმით, ის ითვლის მოსახვევებს, რისი დახმარებითაც მითითებულ ადგილას მიდის და შინ საკვებით ბრუნდება.
ავტორი