როგორც უკვე ვწერდით, სენაკში ,ნაროუშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
მოკლულია 45 წლის ქალი. მას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ქმარმა მიაყენა.
“საშინელი ტრაგედია დატრიალდა… ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა, ქალი ადგილზე დაიღუპა. სხვა დეტალები არ ვიცით”, _ განუცხადეს “გურია ნიუსს” ადგილობრივებმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი, შუა ხნის კაცი, ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.