გაავრცელეთ რაც გინდათ, არცერთი ქალი არ შევშინდებით _ ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი ფარული ჩანაწერების გავრცელებას.
მინისტრის თქმით, “არცერთი ქალი არ შეწყვეტს თავისი საქმის კეთებას ამ სიბინძურის გამო”
“გაავრცელეთ რაც გინდათ, არცერთი ქალი არ შევშინდებით.
ადრეც იყო შემთხვევები როცა საქმე პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ეხებოდა.
მაშინაც ამ აზრზე ვიყავი და ახლაც _ არცერთი ქალი არ შეწყვეტს თავისი საქმის კეთებას ამ სიბინძურის გამო”, _ განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ ვისზეც არ უნდა გავრცელდეს მსგავსი შინაარსის კადრები, ეს საყოველთაო დაგმობისა და პროტესტის საგანი უნდა იყოს.