Developed By Web Features 2024 © All rights reserved
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ თებერვლიდან გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შესაძლოა, გაიზარდოს, თუმცა მისივე თქმით, ეს მხოლოდ თეორიული ვარაუდია.
„ევროპაში თებერვლიდან იზრდება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, შესაბამისად, საქართველოში ცვლილებებს ამ პერიოდში ვვარაუდობთ, თუმცა შესაძლოა, მეორე პიკი არც იყოს, ეს მხოლოდ თეორიული ვარაუდია“ ,-განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 3 000 ვაქცინა ორშაბათს შემოვა, განაწილების პროცესში კი, პრიორიტეტი ორსულებსა და მელოგინეებს ექნებათ.
„სამიზნე პოპულაციის აცრა წესით ოქტომბერსა და ნოემბერში ხდება, ეს მოსახლეობის 85 პროცენტია. რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ორსულები, მათი აცრა პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია. გრიპის საწინააღმდეგო 3 000 ვაქცინა ორშაბათს შემოვა, განაწილების პროცესში პრიორიტეტი ორსულებსა და მელოგინეებს ექნებათ. თუმცა, განისაზღვრება რეალური საჭიროება და თუ არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ აცრა, აუცილებლად მიიღებენ ამ მომსახურებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved