ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცნობილი მომღერალი ტეილორ სვიფტის ქონება კიდევ უფრო გაიზარდა და მუსიკოსი მილიარდერთა რიგებს შეუერთდა.
გამოცემა „Bloomberg“-ის მტკიცებით, სვიფტის ქონების ღირებულება 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამ ზაფხულს, ტეილორ სვიფტის ტურნემ, „The Eras Tour“, აშშ-ის ეკონომიკის ზრდა გამოიწვია და მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში კონცერტის ბილეთების გაყიდვებით შემოსულმა თანხამ 2,2 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ამის გარდა, ცოტა ხნის წინ ტეილორ სვიფტი პირველი ქალი მუსიკოსი გახდა, რომელსაც თვეში „Spotify“-ზე 100 მილიონი მსმენელი ჰყავს!
ავტორი