მკვლელობა მოხდა იყალთოში – მოკლულია თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი,- ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
ამასთან, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა ესროლა. ამ ეტაპზე, უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
“გურია ნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს.