“ტელეგრამის” დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება მას ბავშვთა პორნოგრაფიას, ნარკოტიკებით ვაჭრობას და პლატფორმაზე თაღლითურ ტრანზაქციებს ედავება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონის განცხადებით, დაკავებას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია, მიუხედავად მრავალი ყალბი კომენტარისა ინტერნეტში.
მან დასძინა, რომ საფრანგეთი ღრმად რჩება სიტყვის კანონიერი თავისუფლების ერთგული.