იმედის კვირის წამყვანი და ავტორი ირაკლი ჩიხლაძე წერს, რომ ტელეკომპანია “იმედის” და “იმედის” ჰოლდინგში შემავალი “მაესტროს” და GDS-ს სერვერები მწყობრიდან გამოვიდნენ.
“სამწუხაროდ, ტელეკომპანია “იმედი” და “იმედის” ჰოლდინგში შემავალი “მაესტრო” და GDS ჯერ ჯერობით ვერ ახერხებენ მაუწყებლობის განახლებას.
სერვერები დაუდგენელი მიზეზით გამოვიდა მწყობრიდან.
ტექნიკური სამსახური ცდილობს მაუწყებლობის და სამუშაო პროცესის აღდგენას.
„ქრონიკის“ მთავრი გამოშვება ეთერში დაბრუნდება პირველივე შესაძლებლობისთანავე!
#აქიმედია”, _ წერს ირაკლი ჩიხლაძე.