ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა. ამ დროისთვის არხი ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ მაუწყებლობის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიასთან წუხელ განვითარებული მოვლენების გამო მიიღო და როგორც განაცხადა, მაუწყებლობა ჩერდებოდა იქამდე, ვიდრე სიტუაცია არ დაწყნარდებოდა და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იქნებოდა.
„რუსთავი 2“ გათიშული რამდენიმე საათის განმავლობაში იყო.