ბადრი ესებუას მამა შვილის დაკავების შემდეგ პირველ კომენტარს ეკეთებს და ამბობს, რომ მან მომხდარის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით გაიგო და შვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ტარიელ ესებუა ადასტურებს, რომ ომიანე ჯიქია, ვისთანაც ბადრი ესებუა დაკავებოისას იმყოფებოდა, მათი ნათესავია, თუმცა ამბობს, რომ ჯიქიას ოჯახთან ურთიერთობა დიდი ხანია არ ჰქონია.
“დაკავებულია, თქვენ ძალიან კარგად იცით, სად დააკავეს, ისიც იცით. მეტი მე არაფერი ვიცი. ტელევიზიით რაც გავიგე, თქვენც გეცოდინებათ. [ომიანე ჯიქია] ვიცონობ, მეუღლეს ბიძაა. ჩემს ცხოვრებაში 5 წლის წინ ვიყავი სატირალში, მეტი არასდროს არ ვყოფილვარ იმათთან სახლში. [ოჯახის ჯიქიასთან] კონტაქტი არ ჰქონია. [შვილთან კონტაქტი] არ მქონია. თუ დამიჯერებთ, რაც მოხდა ეს ამბავი, მის მერე ჩემს ოჯახს ჩემი შვილი არ უნახია, კონტაქტი არ ჰქონია”, _ ამბობს ტარიელ ესებუა.