პანკისის სპეცოპერაციისას მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე გერმანულმა კლინიკამ უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტაციას გაეცნო.
თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად მოლაპარაკებები საზღვარგარეთის რამდენიმე კლინიკასთან მიმდინარეობს, მათ შორისაა თურქეთისა და ევროპის კლინიკები.
19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა ექიმების თქმით, სტაბილურად მძიმეა. ექიმები ასევე აღნიშნავენ, რომ მის მდგომარეობაში გაუარესების დინამიკა ამ ეტაპისთვის არ შეინიშნება.