თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი დუისში საკუთარ სახლში გადაასვენეს. მაჩალიკაშვილის ცხედარი საკუთარ სახლში რამდენიმე წუთის წინ მიასვენეს.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილის 8 საათზე გარდაიცვალა. ექიმების ცნობით, მას დღეს დილით გული 4-ჯერ გაუჩერდა, მეოთხე შემთხვევისას ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მაჩალიკაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. რამდენიმესაათიანი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ცხედრის გაკვეთისას აღმოჩნდა ძალიან მცირე ზომის მოყავისფრო სხეული, რომელიც შემდგომი ექსპერტიზისთვის გადააგზავნეს.