19 სექტემბრამდე თბილი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“17-18 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე აიწევს. გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 19-20 სექტემბერს მოსალოდნელია კვლავ ხანმოკლე წვიმა და ჰაერის ტემპერატურის დაახლოებით 10 გრადუსით დაკლება”,_ ამბობს გვაზავა.