ინფორმაციას ცნობილი მომღერლის თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ მისი შვილიშვილი ანდრო გოგიბედაშვილი ფეისბუქზე ეხმიანება:
„მეგობრებო, ვინც პოსტავს, ბაბუაჩემი თემურ წიკლაურზე, გარდაიცვალაო, არის ტყუილი და სისულელე.
არ დაიჯეროთ ეს მახინჯი ჭორი. ახლა ველაპარაკეთ ექიმს _ ცოცხალია და სტაბილურ მდგომარეობაში არის. ყველაფერი კარგად იქნება“, _ წერს ფეისბუქზე თემურ წიკლაურის შვილიშვილი ანდრო გოგიბედაშვილი.