ჩვენი თანამემამულე სოფიკო კვირიკაშვილი კროკუსზე „პიკნიკის“ კონცერტზე იმყოფებოდა, როცა ეს ტრაგიკული მოვლენები მოხდა.
„შესაძლებელია სარეზერვო გასასვლელში გავიარეთ და არა დარბაზის გავლით“, – გვითხრა სოფიკომ“, – გვითხრა სოფიკომ. – წერს გვერდი – „მოსკოვი- თბილისი“.
სოფიკომ ეს ფოტო ტრაგედიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოაქვეყნა.
ინფორმაციისთვის, უცნობმა პირებმა მოსკოვში, Crocus City Hall-ში ცეცხლი გახსნეს – სროლის შემდეგ გაჩნდა ხანძარიც.
თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტი მიმდინარეობდა.
ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს ორი შეიარაღებული პირი, რომლებიც Crocus City Hall-ში შესვლის შემდეგ სროლას იწყებენ.