უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ „ნივას“ ყოფილი პრეზიდენტი ავთანდილ მდინარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა _ იგი 60 წლის იყო.
ეს ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უკრაინელმა ბიზნესმენმა ტარას დემკურამ გამოაქვეყნა:
„ახლახანს დამირეკა ტერნოპოლის ნომერ პირველი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა. კორონავირუსით გარდაიცვალა ჩვენი კარგი მეგობარი, ქართული თანამეგობრობის ხელმძღვანელი ტერნოპოლში, ბიზნესმენი, მეცენატი, საფეხბურთო კლუბ „ნივას“ ექს-პრეზიდენტი ავთანდილ მდინარაძე“, _ წერს დემკურა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, 48 წლის ასაკში, ასევე კორონავირუსით გარდაიცვალა უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ექიმი ანტონ ხუდაევი.