უგანდის მოსახლეობის მთავარი “ტერორისტი” – ერთტონიანი კაციჭამია ნიანგი დაიჭირეს! გიგანტმა ნიანგმა რამდენიმე მეთევზე უკვე შეახრამუნა.
რეპტილიაზე ნადირობა 4 დღეს გრძელდებოდა. მას ხორცის სატყუარიანი რკინის ხაფანგი ვიქტორიის ტბის ნაპირზე დაუგეს. მის გამოყვანას კი სატვირთო ავტომობილი დასჭირდა.
ექსპერტების ვარაუდით, ნიანგი 80 წლისა უნდა იყოს. მას ეროვნულ პარკს, “მერჩისონ ფოლსს”, გადასცემენ.