“სოფლის რწმუნებული დგას და მარტივად ხედავს მოქალაქის არჩევანს”, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია “ახალის ” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ია ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს.
“პირველი ფოტო, სოფ. პატარა ფოთის #12- ე უბანზე გადაღებულია
მეორე ფოტზე ხობის #1 უბანია.
ჩაკეცილია საფარი, წინ ხომ უყურებენ, უკან სოფლის რწმუნებული დგას და მარტივად ხედავს მოქალაქის არჩევანს.
ტერორში ჰყავთ ამომრჩევლები ამ ნაძირლებს“, _ წერს ჯიშკარიანი.
ჩვენ დავუკავშირდით პოსტის ავტორს _ როგორც ია ჯიშკარიანი “გურია ნიუსთან” ამბობს, ხობში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს.
“ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ჰყავთ ამომრჩევლები. ხალხი არაა დაცული”, _ ამბობს ჯიშკარიანი.