თეთრი სახლის დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს კაცი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეღწევას ცდილობდა, – იუწყება CNN-ი.
ტელეკომპანიის ცნობით, ამ ადამიანმა, როგორღაც, დაბრკოლების გარეშე შეძლო რეზიდენციამდე მისვლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იყო.
CNN-ი იუწყება, რომ თეთრი სახლის რაიონში უსაფრთხოების “ნარინჯისფერი” ზომაა გამოცხადებული.
დაკავებულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.