,,ძალოვანი სტრუქტურები დაუმორჩილებლობას აცხადებენ და არ ემორჩილებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას, _ ამის შესახებ “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს.
მისივე თქმით, ამ თემაზე ახალ ინფორმაციას ელოდება.
“მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე დანაყოფი, დაუმორჩილებლობას აცხადებს და არ ემორჩილება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამას გაიგებთ ცოტა ხანში. დაიწყო უკვე, რატომ? _ იმიტომ, რომ გააანალიზა ხალხმა უკვე”, _ განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდიდან სპეცდანიშნულების რაზმი ბათუმში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილას სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ის ბათუმში იმყოფება.
[sexy_author_bio]