რადიკალურმა მოძრაობამ „თალიბანმა“, რომელიც ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს, ავტომობილებში მუსიკის მოსმენა, ასევე ქალების ჰიჯაბის გარეშე ავტომობილებთ გადაყვანა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kabul News-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სათნოების გავრცელებისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა, რომლის მიხედვით მძღოლებს მიეცათ წერილობითი რეკომენდაცია, არ დაუკრან მუსიკა და არ ჩასხდნენ ქალები მანქანებში ჰიჯაბის გარეშე.
ცნობისთვის, მანამდე „თალიბანმა“ ქალთა საკითხების სამინისტრო გააუქმა და ქორწილებში „ცოცხალი“ მუსიკა აკრძალეს.
[sexy_author_bio]